ადვოკატის ინფორმაციით, სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალი საპატიმროს მალე დატოვებს

ადვოკატ მაგდა კოტრიკაძის ინფორმაციით, სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 29 წლის ნატო ხელაძეს ბრალი გადაუკვალიფიცირდა.

მისივე ცნობით, დაკავებულს ბრალი დაუზუსტეს სსკ 370-ე მუხლით, რაც ცრუ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.

"ძალიან კარგი ამბავი! ქალი, რომელიც დააკავეს (სამტრედიაში) ქმრის მკვლელობის ბრალდებით და ბრალი წარედგინა სსკ - ის 109-ე მუხლით, მოეხსნა მძიმე ბრალდება და ბრალი დაუზუსტეს სსკ 370-ე მუხლით, რაც ცრუ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს“, - წერს ადვოკატი.

მისივე ინფორმაციით, ნატო ხელაძე საპატიმროს მალე დატოვებს.

"მეგობრებო, ვსაუბრობ სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაზე, სადაც უდანაშაულო ქალი დააკავეს ქმრის მკვლელობის ბრალდებით და სინამდვილეში მკვლელი ბრალდებულის ძმა აღმოჩნდა. გუშინ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ - თათია გოგოლაურმა, პირველი წარდგენის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა, იმერეთის პროკურორის რევაზ თოფურიას შუამდგომლობა, სადაც ბრალდების მხარე ნატო ხელაძის მიმართ ითხოვდა პატიმრობის გამოყენებას.

საქმე ეხება სამტრედიაში დაკავებულ ქალს, რომელსაც ქმრის მკვლელობას აბრალებდნენ და ბრალი წარედგინა სსკ-ის 109- ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და თავისუფლების  16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

მე რა თქმა უნდა, არ დავეთანხმე პროკურორის შუამდგომლობას და ვითხოვდი, რომ არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება არ ყოფილიყო გამოყენებული, ვინაიდან არ არსებობდა საქმეში არანაირი მტკიცებულება, რაც ბრალდებულის ბრალეულობას დაადასტურებდა, მაგრამ "მოსამართლემ" ჩათვალა, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდიო, რომ ბრალდებული მიიმალება ან არგამოცხადდება სასამართლოშიო და გაანადგურებს მტკიცებულებებსო. შემირცხვენია თათია გოგოლაურის სამართალი და მისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი....

მე მაჩერებდა და შენიშვნას მაძლევდა დაბალ ტონალობაში და აუღელვებლად მესაუბრა, მაშინ როდესაც ვცდილობდი დამერწმუნებინა მოსამართლე ბრალდებულის უდანაშაულობაში და მტკიცებულების არარსებობაში, მაგრამ ამაოდ. მიუხედავად დაცვის მხარის დიდი წინააღმდეგობისა, მაინც პატიმრობა გამოიყენა და ეს საცოდავი გოგო, რომელსაც არ მოუკლავს მისი ქმარი, არის შშმ პირი, აქვს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, არ იცის წერა-კითხვა და ასევე ვერ გეტყვის რამდენი წლისაა, პატიმრობა გამოიყენა იმ მიზნით, რომ აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობაო, ხოლო ბრალდების მხარე რომ დარწმუნდა, რომ ამ საქმეს დიდი ანგარიშით წააგებდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, დღეს წარდგენილი ბრალდება შეუცვალეს და ახლა მხოლოდ ცრუ ჩვენებას ედავებიან, ანუ რატომ თქვიო, რომ მე მოვკალიო. ასე "გამოიძია" იმერეთის სამხარეომ მკვლელობის საქმე, პროკურორის რეზო თოფურიას ზედამხედველობით და სამართლიანი მოსამართლის თათია გოგოლაურის გადაწყვეტილებით უდანაშაულო ადამიანი პატიმრობაში აიყვანეს!! ნატო ხელაძე მალე დატოვებს საპატიმროს”, - წერს ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე.

29 წლის ქალი სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებით 2 აპრილს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა ქალმა ქმარი ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

3 აპრილს, სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას ქმარი არ მოუკლავს და დანაშაული მისმა ძმამ ჩაიდინა.

უახლესი ამბები