თეონა აქუბარდია - ტოლობის ნიშანი რუსეთსა და დასავლეთს შორის, საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის

დასავლეთის მტრად გამოცხადება და ტოლობის ნიშანი რუსეთსა და დასავლეთს შორის, ბუნებრივია, საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის და დასავლეთის რეაქციები და მოწოდება ვერ იქნება მამუკა მდინარაძის განმარტების საპირწონე , - ამის  შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, თუ " ქართულ ოცნებას"  რეალურად უნდოდა გამჭვირვალობა, ძალიან მარტივად შეეძლოთ გრანტების შესახებ კანონში პატარა ცვლილების შეტანა.

"ქართული ოცნება" ჩვენი პარტნიორების მოწოდებებს ძალიან კარგად ხედავს, რომლის წინააღმდეგაც პარლამენტში ჭიდილი მიდის. რა თქმა უნდა, ამ მოცემულობაში აღნიშნული კანონი, მით უფრო, წინასაარჩევნოდ, გამოიწვევს არა მხოლოდ ქვეყნის ევროპული მომავლის მნიშვნელოვან შეფერხებას, არამედ ქვეყანაში კიდევ ერთხელ დაყოფასა და პოლარიზაციას, რაც დიდ რისკებს ქმნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. დასავლეთის მტრად გამოცხადება და ტოლობის ნიშანი რუსეთსა და დასავლეთს შორის, ბუნებრივია, საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის და დასავლეთის რეაქციები და მოწოდება ვერ იქნება მამუკა მდინარაძის განმარტების საპირწონე.

როდესაც გვეუბნებიან, რომ ამ ყალბი გამჭვირვალობის კანონით საქართველოს სუვერენიტეტის გამტკიცდება ხდება, ესეც მორიგი ტყუილია, რადგან ერთადერთი ქვეყანა, ვინც ამ ქვეყნის სუვერენიტეტს არყევს, ოკუპანტი რუსეთია. თუ " ქართულ ოცნებას"  რეალურად უნდოდა გამჭვირვალობა, ძალიან მარტივად შეეძლოთ გრანტების შესახებ კანონში პატარა ცვლილების შეტანა" , – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები