ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული შედეგის შემდეგ ქართველი ბატუტზე მხტომელები სამშობლოში დაბრუნდნენ

პორტუგალიაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ბატუტზე ხტომაში. კონტინენტის პირველობაზე ისტორიული შედეგი აჩვენა საქართველოს გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ნინო ქორიძის, ანა ლაპიაშვილისა და მაია ბოჭორიძის შემადგენლობით. ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა გუნდურ ასპარეზობაში ისტორიაში პირველად ოქროს მედლები დაიმსახურეს.

ტურნირზე ახალგაზრდებს შორის სინქრონულ ხტომაში მაია ბოჭორიძისა და ანა ლაპიაშვილის წყვილმა ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

რაც შეეხება სინიორებს, კონტინენტის პირველობაზე ლუბა გოლოვინამ, მარიამ რაგიმოვამ, ანანო აფაქიძემ და თეონა ჯანჯღავამ გუნდურ ასპარეზობაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს, სინქრონულ ხტომაში მარიამ რაგიმოვასა და ანანო აფაქიძის წყვილმა კი ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა.

ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა სულ მოიპოვეს ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი - კონტინენტის პირველობაზე მსგავსი შედეგი ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აჩვენეს.

წარმატების მისალოცად  სპორტსმენებს აეროპორტში ახლობლები, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი არაბული, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ლაშხი და გულშემატკივრები დახვდნენ.

ინფორმაციას კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.