გიორგი ვაშაძე - ერთადერთი ვისაც უნდა, რომ ქართველი ხალხი მოატყუოს, არის ივანიშვილის პარტია

ერთადერთი ვისაც უნდა, რომ ქართველი ხალხი მოატყუოს, არის ივანიშვილის პარტია. მათ უნდათ, რომ ის ნაძარცვი, რაც აქვთ, რამენაირად შეინარჩუნონ, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს თუ ევროინტეგრაცია სურს, ეს კანონი არ უნდა მიიღონ.

"ძალიან კონკრეტულია საკითხი - ევროკავშირი თუ გვინდა, ამ კანონის ადგილი საქართველოში არ უნდა იყოს. საქართველო რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, აუცილებელია, რომ არათუ ასეთი კანონები არ მიიღოს, არამედ მიიღოს ისეთი კანონები, რომელიც დაგვაახლოებს ევროკავშირთან. ამაზე განცხადება გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა, ბრიუსელმა, აბსოლუტურად ყველამ. ერთადერთი ვისაც უნდა, რომ ქართველი ხალხი მოატყუოს, არის ივანიშვილის პარტია. მათ უნდათ, რომ ის ნაძარცვი, რაც აქვთ, რამენაირად შეინარჩუნონ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი.

დღეს 9 აპრილია, 9 აპრილი არის გამარჯვების დღე რუსულ იმპერიაზე. ახლა ჩვენ გავიმარჯვებთ ივანიშვილზე, ყველანი ერთად. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, ერთიანობის იქით გზა არ არსებობს. ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ. ყველგან მსგავსი ტიპის კანონი, თუ სადმე არსებობს, მიმართულია მტრების წინააღმდეგ და არა მეგობრების წინააღმდეგ. აქ უნდათ, რომ მიმართონ მეგობრების წინააღმდეგ, ისევე, როგორც ეს გააკეთა პუტინმა. ეს კანონი მიმართულია პარტნიორების წინააღმდეგ, სამოქალაქო სექტორის, დამოუკიდებელი აზრის ჩახშობის მიმართულებით და არა საქართველოს განვითარებისთვის" , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები