დანიგანი - კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა მეგობარმა და მოიწონა ოკუპანტმა, ალბათ, უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა კარგი

როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა, პარტნიორმა ქვეყნებმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ, უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს კარგი რამ და კარგის ნიშანი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ კანონის ამერიკულ ვერსიასთან გაიგივება არ შეიძლება.

"როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა, პარტნიორმა ქვეყნებმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ, უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს კარგი რამ და კარგი ნიშანი. რაც შეეხება კანონმდებლობის მსგავსებას ამერიკულთან, საერთოდ არ არის მსგავსი კანონი, აშშ მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, ის კანონი, რასაც თქვენ ახსენებთ, მიემართება, ლობისტ ორგანიზაციების, კომპანიებს თუ პირებს, რომლებიც მუშაობენ სხვა ქვეყნების სასარგებლოდ და მათ აქვთ მოვალეობა, დარეგისტრირდნენ კონკრეტულ რეესტრში, ასე რომ, ამ კანონების მსგავსებაზე საუბარი არ არის.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი შეშფოთება და პოზიცია როგორც საჯაროდ ისე პირად საუბრებში ამ კანონპროექტის შესახებ, რომ თუ იგი იქნება მიღებული, ეს საქართველოს დააშორებს თავის ევროპულ გზას, ამავდროულად, ამ კანონის მიღება ნეგატიურად აისახება არასამთავრობო, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, რომლებიც მუშაობენ ყოველდღიურად იმისთვის, რომ სიკეთე მოუტანონ საზოგადოებას.

უნდა აღვნიშნოთ ის, რომ აშშ არ არის მარტო ამ პოზიციაში და ამ შეშფოთებას იზიარებს ევროკავშირი, ევროსაბჭო, ნატო, ევროკავშირის პარლამენტი, ცალკეული ევროპული ქვეყნები და კანონმდებლები და მათაც მიაჩნიათ, რომ აღნიშნული კანონის მიღებას ექნება ნეგატიური გავლენა საქართველოს ევროპულ გზაზე" , - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები