ჰერჩინსკი - ჩემი და 27 ელჩის გზავნილია, რომ დრო იწურება, ცხრავე ნაბიჯი არის თანაბრად მნიშვნელოვანი

მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ ჩემი და 27 ელჩის გზავნილია, რომ დრო იწურება. ეს 9 ნაბიჯი ძალიან მკაფიოა, ცხრავე ნაბიჯი არის თანაბრად მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსთან ერთად გზამკვლევი რუკაც მისცა, რომელსაც საქართველო უნდა გაჰყვეს.

"როგორც იცით, წინა წელს, დეკემბრის შუა რიცხვებში ურთულესი მომენტი იყო, შეიძლებოდა დამარცხება ჰქონოდა საქართველოს, ან აღგენიშნათ უდიდესი ისტორიული გამარჯვება. საქართველოსთვის სტატუსის მიღება არის ძალიან დიდი მიღწევა და მე შემიძლია, რომ მხოლოდ მივულოცო ეს ქართველებს. ამ კანდიდატის სტატუსთან ერთად ევროკავშირმა მოგცათ გზის გამკვლევი რუკა, რომელსაც საჭიროა მიჰყვეთ იმისთვის, რომ შეძლოთ მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირში შეერთების პროცესის შესახებ. 

ეს 9 ნაბიჯი ძალიან მკაფიოა, ცხრავე ნაბიჯი არის თანაბრად მნიშვნელოვანი. დიახ, დაახლოებით 5 თვეა, სამუშაოები მიმდინარეობს, ჩვენ საქართველოს მთავრობასთან მუდმივად გვაქვს კონტაქტი, საქართველოს დელეგაცია მიდის ბრიუსელში და ბრიუსელიდანაც ჩამოდიან საქართველოში. მოხარულები ვართ, რომ გუშინ და დღეს ევროკავშირის 27 ელჩი გვესტუმრა უსაფრთხოების კომიტეტიდან. მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ ჩემი და 27 ელჩის გზავნილია, რომ დრო იწურება", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები