პაატა ბურჭულაძე - ვიცი, რომ ყალიბდება ერთი დიდი, ძალიან კარგი გაერთიანება, ეს არის ზეპარტიული გაერთიანება

ვიცი, რომ ყალიბდება ერთი დიდი, ძალიან კარგი გაერთიანება. ეს არის ზეპარტიული გაერთიანება, "წინ ევროპისკენ, ერთად ევროპისკენ", - ამის შესახებ ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თავად ამ გაერთიანების მხარდამჭერი იქნება.

"ვიცი, რომ ყალიბდება ერთი დიდი ძალიან კარგი გაერთიანება.  ეს არის ზეპარტიული გაერთიანება, "წინ ევროპისკენ, ერთად ევროპისკენ". ჩემთანაც იყვნენ წარმომადგენლები, სადაც შევლენ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე ცნობადი სახეები და ახალგაზრდები და არასამთავრობოებიდანაც შეიძლება ვინმე შემოვიდეს. მე მის მხარდამჭერად ვიქნები. ზეპარტიული გაერთიანება - ერთად, წინ ევროპისკენ. სულ ყველას წარმომადგენელი უნდა იყოს ამაში, გარდა იმისა, რომ "ლელო" ცალკე გამოვა, "ნაციონალური მოძრაობა", "ახალი" ცალკე გამოვა და ცალკე "ლეიბორისტები". ჩემი აზრით, ძლიერი გაერთიანება იქნება",  - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, თუ კანონს მიიღებენ, ძალიან გამწვავდება პროცესები.

"დარწმუნებული ვარ, რომ "ოცნებასაც" და ბიძინასაც რომ სცოდნოდა, რომ ასეთი წინააღმდეგობა ექნებოდა ამ კანონის ხელახლა შემოგდებას, ნამდვილად არ დაიწყებდა ამას და დაუშვეს დიდი შეცდომა. 

თუ მიიღებენ ამ კანონს - ძალიან ცუდია, გამოიტანენ - ძალიან ცუდია, დღეს გამოსავალი არ აქვთ, მგონი, ბოლომდე მიიყვანენ.

თუ კანონს მიიღებენ, ძალიან გამწვავდება პროცესები, ხომ ხედავთ ერთი დაძახებით ბევრი გამოვიდა რუსთაველზე. 

ეს მიანიშნებს მთავრობის უსუსურობაზე. მე იქ ვიყავი 78 წლის აპრილშიც, როდესაც იყო გაპროტესტება, სადაც მარტო სტუდენტობა ვიდექით, ვიყავი 23 წლის, ახალგაზრდობა იდგა და პროფესორები უნივერსიტეტიდან. ეს ენა ჩვენ მაშინ დავიცავით და ჩვენგან გადაიღეს  სხვებმა და დაიტოვეს საკუთარი ენა რესპუბლიკებში ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მსგავსი სიახლეები