თამთა კალანდაძე - ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი ლაზარეს შეიწყალებს

აქედან მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. მერე შევთანხმდებით და მივმართავთ ყველა ინსტანციას, - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის დედამ თამთა კალანდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი ჰქონდა.

"ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ ეს განაჩენი დადგებოდა. მის ნამუსზე იყოს ის, რაც გააკეთა და წინ დახვდეს ყველა ის კეთილი საქმე, რაც გაუკეთებია ჩვენს მოსამართლეს. აქედან მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. მერე შევთანხმდებით და მივმართავთ ყველა ინსტანციას.

ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ლაზარე დავიხსნათ ამათი კლანჭებიდან. მე კომუნიკაცია უშუალოდ არ მქონია, მაგრამ ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან ბევრმა მიაწოდა ინფორმაცია ლაზარეს თაობაზე და აქედან გამომდინარე, ინფორმირებულია და ვიმედოვნებ, რომ ლაზარეს შეიწყალებს", - განაცხადა თამთა კალანდაძემ. 

მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები