ხატია დეკანოიძე - იციან, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ფანჯარა შეიძლება დაიხუროს, მაგრამ მაინც იმავეს აკეთებენ

ხელისუფლებაში იციან, რომ ამ კანონმდებლობის მიხედვით ევროკავშირში გაწევრიანების ფანჯარა შეიძლება დაიხუროს, მაგრამ მაინც იმავეს აკეთებენ. ეს არის მიზანმიმართული საბოტაჟი საქართველოს ეროვნული ინტერესების, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობაში ყველა გამოდის ბიძინა ივანიშვილის სახელით და არა ქართველი ხალხის.

"საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება ევროკავშირს და მე ვფიქრობ, რომ დიდი დრო აღარ დარჩა მანამდე, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უმრავლესობის ლიდერიც და ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოდის ბიძინა ივანიშვილის სახელით და არა საქართველოს სახელმწიფოს სახელით, იტყვის იმავეს, ანუ ამ კანონმდებლობის მიხედვით მათ იციან, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ფანჯარა შეიძლება დაიხუროს, მაგრამ მაინც იმავეს აკეთებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის მიზანმიმართული საბოტაჟი საქართველოს ეროვნული ინტერესების",  - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები