ირაკლი ღარიბაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს ამ შეწყალებით

ფაქტებით, მტკიცებულებებით აღიარა ამ კაცმა, რომ მე ვესროლე მოლოტოვის კოქტეილიო და ამის შემდეგ ეს რადიკალი ექსტრემისტი პირი შეიწყალა ე.წ. პრეზიდენტმა. მე არ მოვერიდები ამის თქმას, ეს არის უკვე ანტისახელმწიფოებრივი ქმედება,  - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება.

ღარიბაშვილის განცხადებით, ზურაბიშვილმა ამ ნაბიჯით შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ თავის ამომრჩეველს და ქვეყანას, არამედ პოლიციელებსაც.

მისი თქმით, გრიგორიადისის შეწყალებით, სალომე ზურაბიშვილი დანაშაულის თანამონაწილე გახდა  და მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელის მისამართით მანაც ისროლა.

"ამ ქალმა საერთოდ დაივიწყა კონსტიტუცია, კანონი, პატივს არ სცემს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს - საკუთარ ამომრჩეველზე აღარ მაქვს საუბარი. ბოლომდე უღალატა მან არა მარტო ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს ხალხს, პარტიას და ჩვენს ქვეყანას, მან უღალატა და შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს პოლიციას. ეს ქალი როგორ უნდა იყოს საერთოდ, ბოლო რამდენიმე თვეა, დარჩენილი მისი ე.წ. პრეზიდენტობის, როგორ უნდა შეძლოს მან ამ საქმიანობის განხორციელება, წარმოუდგენელია ჩემთვის. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და ჩემს თვალში ეს არის პოლიციის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. იგი არის თანამონაწილე. სალომე ზურაბიშვილმა, მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს ამ შეწყალებით - ეს არის ჩემი შეფასება. სალომე ზურაბიშვილს პასუხს გასცემს ჩვენი ხალხი, რამდენიმე თვეში იგი აღარ იქნება პრეზიდენტი და ჩაეწერება როგორც მოლოტოვის კოქტეილის შემწყალებელი, მსროლელი და თანამონაწილე ამ დიდი დანაშაულისა. სამარცხვინოა და დანაშაულია ეს ყველაფერი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები