მამუკა მდინარაძე - ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, გადახდილი პროვოკაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა

ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, გადახდილი პროვოკაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა. თუ ჩხუბი უნდა, მოვიდეს და პირისპირ, თვალი თვალში გამიყაროს და მეჩხუბოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომის განახლების შემდეგ განაცხადა.

"ჯერ ახლა ეს ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაში, რომელ ქართველობაში, რაში ზის და ცხოვრებაში ვერ გამიბედავდა ამას, გარდა ქურდული მოპარვისა ეს კაცი, რომელიც ძალიან დიდი ხანია მიცნობს. ხო, კაცი, ბრჭყალებში, ცხოვრებაში რომ ვერ გამიბედავდა, ამაზე აღარ არის ლაპარაკი. ყველას ჩვენი თავმოყვარეობა გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მაკისრია, როგორც უმრავლესობის ლიდერს.

ახლა უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმე და ხალხო, ერთი იცოდეთ ყველამ - ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი, თავისი რწმენა და ამის გამო ქართველებმა რუსები ერთმანეთს არ უნდა ვეძახოთ. თორემ მერე სარგებლობენ ასეთი არამზადები და ვითომ კაცობენ. და ამას საკადრისი პასუხი გაეცემა, მაგრამ მე ახლა მუქარაზე არ გადავდივარ ქუჩური მეთოდებით. ეს უნდა დამთავრდეს და საკადრის პასუხს გავცემთ ჩვენ. პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ეს აი ამ ვითომ კაცობას და ასეთი ტიპის, მიპარვით, ვითომ ქურდულ, არაკაცურ, ფლიდურ ძალადობას სჯობს ის ცრუ ნარატივი, რომელსაც ჩვენ აგერ ვხედავთ...

რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა მომწერა ასეთი მესიჯი, აი, რა იყო ამისი საფუძველი - ბატონო, სახელს არ ვიტყვი, იქნებ მამუკა მდინარაძეს მიაწვდინოთ ხმა დღეს ერთ-ერთი ონლაინ გამოცემა რომ არის, დაუშვითო, ერთი გოგოა, გვარს ამბობს, ეგ უნდა შევიდეს მდინარაძესთან ინტერვიუზე. პარლამენტში ვინც არიან ჩვენები, არცერთს არაფრის თავი არ აქვსო, ზრდილობიანად რომ ვთქვათ, უფრთხილდებიან, პირადი სიმპათიები აქვთ თუ რა ჯანდაბა სჭირთ, ვერ გავიგე და მდინარაძემ, იქნებ ამან ცოტათი მაინც მიაბანძოს, შეუბერაო. წესით პროვოკაციებს იკადრებენ, უკადრებელს იკადრებენ ამ დღეებში და იცოდეთ... ამ მესიჯის შემდეგ, მესიჯია ჩემი მეგობრის, რომელიც მიწერა მისი მეგობრის შვილმა, რომელიც შარშან აქციებზე იდგა, სხვათა შორის და წელს ცოტა სხვა აზრზეა.

ანუ, ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, გადახდილი პროვოკაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა. თუ ჩხუბი უნდა, მოვიდეს და პირისპირ, თვალი თვალში გამიყაროს და მეჩხუბოს, ან რაღაცა ქნას. ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია ალეკო ელისაშვილის, ძალით კაცის შესრულებით", - განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები