ხატია დეკანოიძე - ყველა ის ადამიანი, ვინც ხელს დააჭერს მწვანე ღილაკს, იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგი

თუ დღეს კენჭისყრაზე გამოიტანეს კანონპროექტი, ყველა ის ადამიანი, ვინც ხელს დააჭერს მწვანე ღილაკს, იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ არის უბრალოდ კანონი, ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანი.

"გუშინ კომიტეტზე და დღეს, სასესიო დარბაზში არ არის ჩვეულებრივი კანონის განხილვა. ეს გეოპოლიტიკური არჩევანია, რომელიც სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ"  ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ აირჩია. 

როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს, რომ საბოლოოდ უარი თქვას ევროინტეგრაციაზე. როგორც ჩანს, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული აქვს ივანიშვილს. თუ დღეს სესიაზე განსახილველად და კენჭისყრაზე გამოიტანეს კანონპროექტი, ყველა ის ადამიანი, ვინც ხელს დააჭერს მწვანე ღილაკს, იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო. ამიტომ ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა გაიგოს, რამდენად მძიმეა ეს კანონი საქართველოს მომავლისთვის",  - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები