ზელენსკიმ მობილიზაციის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა, კანონი 18 მაისიდან შევა ძალაში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მობილიზაციის შესახებ კანონპროექტს No10449 ხელი მოაწერა.

წესების შესაბამისად, კანონი ძალაში პრეზიდენტის მიერ ხელმოწერიდან და გამოქვეყნებიდან ერთ თვეში შევა.

უკრაინის უმაღლესმა რადამ შესაბამისი კანონპროექტი მეორე მოსმენით 11 აპრილს დაამტკიცა, თუმცა ამ დოკუმენტში დემობილიზაციის ნორმა გამოირიცხა.

ახალი დოკუმენტის მიხედვით,  ჯარში გაწვევის ასაკი 27-დან 25 წლამდე შემცირდა. წვევამდელის სამსახურის ნაცვლად, საბაზისო სამხედრო სამსახური ამოქმედდება 5 თვით მშვიდობიან პერიოდში და 3 თვით ომის დროს. 24 წლამდე უკრაინელებს საშუალება ექნებათ აირჩიონ საბაზისო სამსახურის წელი და ვადა.

ასევე, დაინერგება საბაზისო კომბინირებული მომზადება. 2025 წლიდან ის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრენინგის ელემენტი გახდება და ყველა უნივერსიტეტში განხორციელდება.

კანონმა შეინარჩუნა დებულება შშმ პირთა და ტყვეობიდან გათავისუფლებულთა დემობილიზაციის შესახებ (თუ სამხედრო მოსამსახურეს არ სურს სამსახურის გაგრძელება).

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები