პარლამენტის უკანა შესასვლელთან ვითარება დაიძაბა.
სპეციალური დანიშნულების რაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.
ჩართულია გამაფრთხილებელი სიგნალიც, რომელიც მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებს.
სამართალდამცველებმა ადგილიდან აქციის რამდენიმე მონაწილე გაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაშავებულია ერთი სამართალდამცველი.