არასამთავრობოები - მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ასევე, დროულად მიაწოდოს ადვოკატებს ინფორმაცია დაკავებულთა ადგილსამყოფლის შესახებ, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ 2024 წლის 16 აპრილს გამართულ აქციაზე დაკავებულია 11 დემონსტრანტი. თუმცა, ეს არ არის დაკავებულთა საბოლოო რაოდენობა, პოლიცია განაგრძობს მოქალაქეების შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას, კვლავ აკავებს მშვიდობიან დემონსტრანტებს და გარკვეულ შემთხვევებში, ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, შსს ადვოკატებს არ აწვდის ინფორმაციას დაკავებულთა ადგილსამყოფლის შესახებ.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ასევე, დროულად მიაწოდოს ადვოკატებს ინფორმაცია დაკავებულთა ადგილსამყოფლის შესახებ. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; სოციალური სამართლიანობის ცენტრი; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; უფლებები საქართველო; სამოქალაქო საზოგადოების ფონდი.

ფოტო: სერა ძნელაძე

უახლესი ამბები