მიხეილ სააკაშვილი - გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს, ნეიტრალურ პლატფორმაზე, არც ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიის ქოლგის ქვეშ

მე ჩემი ამბიციები გვერდზე მაქვს გადადებული. ყველაფერს გავაკეთებ ერთიანობისთვის, იმისათვის, რომ საქართველო ამ ტალახში და მორევში ვერ ჩაითრიონ.  ჩვენი ამოცანა ახლა არის გაერთიანება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, ახლა პოლიტიკოსების გაერთიანების დროა.

"მე ჩემი ამბიციები გვერდზე მაქვს გადადებული. ყველაფერს გავაკეთებ ერთიანობისთვის, იმისათვის, რომ საქართველო ამ ტალახში და მორევში ვერ ჩაითრიონ.  ჩვენი ამოცანა ახლა პოლიტიკოსების არის გაერთიანება, მხარს ვუჭერთ და 2020 წელსაც მხარს ვუჭერდი ერთიანი სიის შექმნას და მხარს ვუჭერთ ახლაც ერთიანი სიის იდეას, რომელიც შექმნის ტექნოკრატიულ მთავრობას, წინასწარ გამოცხადებას ამ ტექნოკრატიული მთავრობის, რომელიც იქნება მიმართული ევროპაზე, გარდამავალი პერიოდის აღებას არჩევნების შემდეგ.

ახლა მთავარია რუსული რეჟიმი მოვიშოროთ და რუსეთის აქ შემოსვლის საფრთხე გავანეიტრალოთ. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს, ნეიტრალურ პლატფორმაზე, არც ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიის ქოლგის ქვეშ", -  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები