თამარ კორძაია - 83 ადამიანის სახელი და გვარი ჩაიწერება ამ ქვეყანაში, როგორც რუსიფიკაციის ხელმომწერები, როგორც ქვეყნის მტრები

83 ადამიანის სახელი და გვარი ჩაიწერება ამ ქვეყანაში, როგორც რუსიფიკაციის ხელმომწერები, როგორც ქვეყნის მტრები, ამ ქვეყნის გამანადგურებლები, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მოსმენით მიიღეს ეს კანონი, მეორე მოსმენაზე უკან გაწვევა მოუწევთ.

"83 ადამიანის სახელი და გვარი ჩაიწერება ამ ქვეყანაში, როგორც რუსიფიკაციის ხელმომწერები, როგორც ქვეყნის მტრები, ამ ქვეყნის გამანადგურებლები. ეს 83 ადამიანი სხვის, რუსეთის გადაწყვეტილებას ემორჩილება და ყიდის საკუთარ სამშობლოს. სახელები და გვარები უნდა გაიკრას ქვეყანაში და ყველამ იცოდეს ვინ გაყიდა ეს ქვეყანა და ვინ ჩააბარა რუსეთს, მაგრამ არ გამოუვათ. მეორე მოსმენაზე მოუწევთ უკან გაწვევა", - განაცხადა თამარ კორძაიამ. 

"ქართულმა ოცნებამ" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

დარბაზში ოპოზიცია არ იმყოფებოდა, მათი ნაწილი ცოტა ხნის წინ სხდომიდან გააძევეს, ნაწილმა დარბაზი თვითონ დატოვა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები