პაატა კვიჟინაძე - რომ მეუბნებიან, ენჯეოს კანონი თუ მივიღე, თურმე, რუსეთუმე ვყოფილვარ, წარმოუდგენელი შეურაცხყოფაა

მე პირადად "ეროვნული მოძრაობიდან" ვარ, საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ვიყავი "ეროვნული მოძრაობიდან", კომუნისტების წინააღმდეგ. შემდეგ ვიყავი პრეფექტი, ყველა ომი გადატანილი მაქვს და ახლა რომ მეუბნებიან, რომ ეს ენჯეოს კანონი თუ მივიღე, თურმე, რუსეთუმე ვყოფილვართ, წარმოუდგენელი შეურაცხყოფაა,  - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი აგრძელებს ევროპისკენ სვლას, თუმცა, ეს უნდა მოხდეს საქართველოს დაუზიანებლად, განსხვავებით ოპონენტებისგან, რომლებსაც სურთ არეულობა

"მერაბ კოსტავა და გამსახურდია ებრძოდნენ კომუნისტურ პარტიას, რომელიც მართავდა საქართველოს, იმათ რომ ის იცოდნენ ახლა რა ხდება, რომ ენჯეოებმა უნდა მართონ საქართველო, საფლავში გადატრიალდებოდნენ ორივე, დარწმუნებული ვარ. ჩვენ ვართ ყველა ევროპისკენ და გავაგრძელებთ ევროპისკენ სვლას, ოღონდ ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს საქართველოს დაუზიანებლად და ვიღაცებს უნდათ, ჩაერთონ შარში და უბედურებაში", - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები