პატელი - გვინახავს ასეთივე კანონპროექტები კრემლში და არამხოლოდ კრემლში

ჩვენ კვლავ ღრმად შეშფოთებული ვართ ამ კანონპროექტით, რომელმაც პირველი მოსმენა გაიარა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა ჟურნალისტ ალექს რაფაოღლუს საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც მას ჰკითხა, არის თუ არა შესაძლებლობა, რომ საქართველოში "უცხოური აგენტების კანონის" ავტორებმა აშშ-ში შესვლა ვერ შეძლონ, რაზეც პატელს კონკრეტული პასუხი არ გაუცია.

"გუშინ საკმაოდ მკაცრად ვისაუბრეთ ამაზე. ჩვენ კვლავ ღრმად შეშფოთებული ვართ ამ კანონპროექტით, რომელმაც პირველი მოსმენა გაიარა. კონკრეტულად იმ გზებით, რომლებითაც იგი მიზანში იღებს და სტიგმატიზებას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებებს და მედია ორგანიზაციებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი საყრდენები არიან ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის. ჩვენ ახლოს ვაკვირდებით სიტუაციას, ახლოს ვაკვირდებით საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ორივე მხარეს, რომ პატივი სცენ თავისუფლებას, მშვიდობიან შეკრებასა და გამოიჩინონ თავშეკავება, მოერიდონ ესკალაციას და ძალადობრივ ქმედებებს და პატივი სცენ კანონის უზენაესობას.

მე ვთქვი, რომ ჩვენ გვინახავს მსგავსი კანონპროექტები, რომლებსაც იყენებდნენ კრემლში და არამხოლოდ კრემლში, არამედ სხვა რეპრესიული მთავრობები, რომლებიც სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაციასა და სისტემურ რეპრესიებს ეწევიან. ვფიქრობთ, რომ ამგვარი კანონპროექტი არ შეესაბამება გაცხადებულ მიზანს, გამჭვირვალობას", - განაცხადა პატელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

NEW!!! Is it time for the U.S. to sanction Putin’s puppet GD parliamentarians who already voted for the Kremlin-inspired “foreign agent” bill in Georgia?

I just pressed DOS deputy spox pic.twitter.com/da83o3RJiC
— Alex Raufoglu (@ralakbar) April 18, 2024