ზაალ ანჯაფარიძე - ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს "გამჭვირვალობის კანონის" მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება

ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს "გამჭვირვალობის კანონის“ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება, საიდანაც გამოჩნდება საზოგადოების რა ნაწილი უჭერს მხარს კანონს და დაუყოვნებლივ დაიწყოს საჯარო დებატები ოპონენტებთან, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

"რამდენიმე მოსაზრება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო არის ხალხი, ანუ ჩვენ:

1/ ხელისუფლებამ დაიწყოს კანონის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება, საიდანაც გამოჩნდება საზოგადოების რა ნაწილი უჭერს მხარს კანონს. იგივეს გაკეთება შეუძლიათ კანონის ოპონენტებსაც. ეს იქნებოდა ერთგვარი არაფორმალური პლებისციტი 

2/ რამდენადაც ცნობილია, კანონის ოპონენტების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა ხელისუფლებასთან საჯარო დებატების მზაობა. დაუყოვნებლივ დაიწყოს ეს დებატები - პირდაპირ ეთერში!

3/ რატომ არის, ჩემი აზრით, საჭირო ამის გაკეთება? იმიტომ რომ ვაჩვენოთ ჯერ საკუთარ თავს და შემდეგ გარე სამყაროს, რომ გვაქვს (თუ გვაქვს!) მაღალი სამოქალაქო კულტურა და შეგნება და რომ ქვეყანაში არსებობს მონაწილეობითი დემოკრატია“, - წერს ანჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები