კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილს რა პრობლემა აქვს, რომ საკუთარი თანხები ქვეყანაში შემოიტანოს ან ვინმეს რა პრობლემა აქვს?

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხზე საზოგადოების ნაწილის მხრიდან სპეკულაციები მიმდინარეობს.

როგორც მან მედიასთან აღნიშნა, ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან გათავისუფლებასთან და ე.წ. ოფშორებთან დაკავშირებული ინიციატივა პირიქით, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, მეტი ფული თანხის შემოდინებას და ინვესტირებას.

"რატომ სპეკულირებენ და ასეთი სიბინძურეებით რატომ უნდათ რაღაც შექმნან, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში? ბიძინა ივანიშვილს რა პრობლემა აქვს, რომ საკუთარი თანხები ქვეყანაში შემოიტანოს ან ვინმეს რა პრობლემა აქვს? პირიქით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში მეტი თანხის შემოდინებას და შემდეგ ამის სხვადასხვა მიმართულებით ინვესტირებას. ეს არის მნიშვნელოვანი და ამაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად რაც შეიძლება სწრაფად განვავითაროთ“, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები