მიხეილ სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება

ეს კანონი არა მხოლოდ ივანიშვილისთვისაა, არამედ სანქციების ქვეშ მოყოლილი მთელი რუსული კაპიტალისთვის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"პირადი მოხმარებისთვის შემოტანილი 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია კანონით განბაჟებას ექვემდებარება, ხოლო ივანიშვილის კანონით 300 მილიონი ლარის შემომტანი გადასახადებს არ გადაიხდის. ეს კანონი არა მხოლოდ ივანიშვილისთვისაა, არამედ სანქციების ქვეშ მოყოლილი მთელი რუსული კაპიტალისთვის, ე.ი. საქართველოში ბინძური კრიმინალური ფული შემოვა და საქართველოს, როგორც ქვეყანას პირდაპირ დაემუქრება სანქციები.

რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება.

ჩემი პოლიტიკა ცივილიზებული სამყაროსთვის ქვეყნის მაქსიმალური გახსნა იყო, ხოლო ივანიშვილი საბოლოოდ კეტავს, ბოქლომს ადებს და გასაღებს კრემლს გადასცემს.

გადამწყვეტი ბრძოლის დროა!" - წერს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები