აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი მიიღო. ახლა საკითხი აშშ-ის სენატმა უნდა განიხილოს და შემდეგ ხელი მოაწეროს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარი მხარი დაუჭირა 310-მა კონგრესმენმა, წინააღმდეგ წავიდა - 112-მა.

უკრაინის დახმარების კანონპროექტის საერთო მოცულობა 60,84 მილიარდი დოლარია. ამ სახსრების მესამედი, კერძოდ 23,2 მილიარდი დოლარი, დარჩება შეერთებულ შტატებში და მოხმარდება ამერიკული რეზერვების შევსებას.

$13,8 მილიარდი – უკრაინისთვის მოწინავე შეიარაღების სისტემების, თავდაცვის პროდუქტებისა და თავდაცვის სერვისების შესაძენად დაიხარჯება; 11,3 მილიარდი აშშ დოლარი ევროპაში მიმდინარე აშშ-ის სამხედრო ოპერაციებისთვის; 26 მილიონი აშშ დოლარი უკრაინაში გაწეული დახმარების ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების გასაგრძელებლად.

ასევე, ამ კანონპროექტის მიხედვით, უკრაინა სახელმწიფო ბიუჯეტში 7,85 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირ ფინანსურ დახმარებას მიიღებს. ამერიკის პრეზიდენტს ექნება უფლება ჩამოწეროს ეს სესხი, მაგრამ მხოლოდ 2024 წლის 5 ნოემბერს დაგეგმილი აშშ-ის არჩევნების შემდეგ.

გარდა ამისა, კანონპროექტი ავალდებულებს აშშ-ს პრეზიდენტს დაუყოვნებლივ გადასცეს ATACMS შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები უკრაინას, მაგრამ პრეზიდენტს უფლება აქვს უარი თქვას, თუ ამ ტრანსფერმა შეიძლება ზიანი მიაყენოს შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას.