ჭიათურაში ქართული სიმღერის პირველი ეროვნული კონკურსის საზეიმო დახურვა გაიმართა

20 აპრილს ჭიათურის კულტურის ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული სიმღერის პირველი ეროვნული კონკურსის საზეიმო დახურვა გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის,  ხელოვნების აკადემიის და ჭიათურის ს. კავსაძის სახ. N 1 სამუსიკო სკოლის მხარდაჭერით, ქალაქის კულტურის ცენტრში  ქართული სიმღერის პირველი ეროვნული კონკურსი 16 აპრილს გაიხსნა და 20  აპრილს გალა-კონცერტით დაიხურა.

ღონისძიება გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის გიორგი ცაბაძის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და  ცნობილი პიანისტის, თბილისის ხელოვნების აკადემიის რექტორისა და საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის დირექტორის, ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების დამფუძნებლის, პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

კონკურსის  მიზანი  ეროვნული მუსიკის პოპულარიზაცია და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა გახლდათ. მასში მონაწილეობდნენ  სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის კონკურსანტები მთელი საქართველოდან.

ქართული სიმღერის კონკურსის საზეიმო დახურვაზე, რომელზეც კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ გალა-კონცერტი გაიმართა. კონცერტში ლაურეატების გარდა, ქართული სიმღერის პირველი ეროვნული კონკურსის ჟიურის წევრებმა: მომღერალმა ნუკრი კაპანაძემ, კონცერტმაისტერმა ლიკა სიჭინავამ და პიანისტმა, აკადემიკოსმა ვალერიან შიუკაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.

საღამოს ჭიათურის  მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ჭიათურის მერმა  მონაწილეები ფულადი პრიზებით დააჯილდოვა და დამსწრე  საზოგადოებას სიმღერის ეროვნული კონკურსის წარმატებით დასრულება  მიულოცა.

"მეამაყება, რომ ქართული სიმღერის კონკურსი  ჩატარდა ქალაქში, სადაც  ქართული  სიმღერის  არაერთ სახელოვან შემსრულებელს უმოღვაწია და რომელმაც მისცა საშუალება ახალგაზრდებს, თავიანთი ნიჭი წარმოეჩინათ. 

ვიმედოვნებ, ამ სცენამ ბევრი ისეთი  შემსრულებელი აღმოაჩინა, ყველაზე დიდ სცენებს რომ დაიპყრობენ მომავალში. მინდა მადლობა ვუთხრა მონაწილეებს, ჩვენს შესანიშნავ ჟიურის. განსაკუთრებით კონკურსის დამაარსებელს - ბატონ ვალერიან შიუკაშვილს და ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის მის წარმატებით ჩატარებაში.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მომავალშიც ვუმასპინძლოთ ასეთ შესანიშნავ ღონისძიებებს”, - განაცხადა გივი მოდებაძემ.

კონცერტის  ბოლოს,  ვალერიან შიუკაშვილმა  საზოგადოებას  ამცნო, რომ თავისი ბიოგრაფიიდან  და მიღწევებიდან გამომდინარე, ევროპის რამდენიმე საერთაშორისო  უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, ჭიათურის ს. კავსაძის სახ. N 1 სამუსიკო სკოლის დირექტორს ლუდა ნადირაძეს მუსიკის დოქტორის წოდება მიენიჭა.

მსგავსი სიახლეები