ზელენსკი - რუსეთს სურს 9 მაისამდე ჩასივ-იარი დაიპყროს და ივნისში კონტრშეტევა დაიწყოს

რუსეთს სურს, 9 მაისამდე, ე.წ. "გამარჯვების დღემდე" დონეცკის ოლქში ჩასივ-იარი დაიპყროს. თუ უკრაინული ჯარები გაძლებენ, რუსეთის გეგმები ივნისში კონტრშეტევის წამოწყების შესახებ ჩაიშლება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში.

"რუსეთს 1 ივნისამდე სურს 300 ათასი მებრძოლის მობილიზება. ჩვენ ამისთვის ვემზადებით. 9 მაისისთვის, რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთში ჩასივ-იარის ოკუპაციის იმედი აქვს. მე ველი, რომ გავძლებთ, რომ იარაღი დროულად მოვა, შევძლებთ მტრის მოგერიებას და შემდეგ ჩავშლით რუსეთის ფედერაციის გეგმებს სრულმასშტაბიანი კონტრშეტევითი მოქმედებების შესახებ ივნისში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, დღეს უკრაინელ მებრძოლებს, რომლებიც ამ მიმართულებით იბრძვიან, საჭირო იარაღი არ ჰყოფნით, ამიტომ მას შეერთებული შტატების დახმარების იმედი აქვს.

"ცოტა ხნის წინ ვიყავი რეგიონში და ვესაუბრე მებრძოლებს, მებრძოლებს არ აქვთ საკმარისი აღჭურვილობა რუსულ სადაზვერვო დრონებთან საბრძოლველად, ასევე არ აქვთ საკმარისი საარტილერიო ჭურვები", - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები