ანრი ოხანაშვილი - ეს ხალხი ოკუპანტი ქვეყნის ბიუჯეტიდან იღებს შემოსავალს და გამოდიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად

ოკუპანტი ქვეყნიდან თანხის მიღებას არავითარი საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი ხალხი ყოველთვის უნდა იყოს მხილებული, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის რუსეთიდან თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ეს ოჯახი პირდაპირ ფინანსდება ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. როგორც ჩანს, მათი პერსპექტივიდან ახლა განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებია, რომ ეს დაფინანსება მიიღონ და როგორც ჩანს, არ ელოდნენ იმას, რომ ეს ინფორმაცია შეიძლებოდა ყოფილიყო საჯარო და მოქალაქისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ფაქტია, რომ ეს ხალხი ოკუპანტი ქვეყნის ბიუჯეტიდან იღებს შემოსავალს და გამოდიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად.

რა თქმა უნდა, ოკუპანტი ქვეყნიდან თანხის მიღებას არავითარი საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და ეს არის რა თქმა უნდა, ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი ხალხი ყოველთვის უნდა იყოს მხილებული", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები