აბასთუმნის ქუჩაზე გარემოვაჭრეები აქციას მართავენ

აბასთუმნის ქუჩაზე გარემოვაჭრეები აქციას მართავენ, მათ ცოტა ხნის წინ გზა გადაკეტეს. ე.წ. "დეზერტირების ბაზრის" და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულები სავაჭრო ფართს ითხოვენ. 

სამართალდამცველებმა მოვაჭრეების მიერ გადაკეტილი გზა უკვე გახსნეს.  

როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მათ არ აქვთ ფართი, სადაც საკუთარ პროდუქციას გაყიდიან.

"მერიაში ვიყავი პარასკევს და იქიდან გამოგვაგდეს. არ გვინდოდა გზის გადაკეტვა ჩვენ, ჩვენ გვინდოდა, რომ მშვიდობიანად მოგვარებულიყო ყველაფერი. ხალხს შია, მშიერ-მწყურვალი ხალხი ვართ ქუჩიდან ქუჩაში არ გადავალთ ჩვენ. არანაირი ფართი არ აქვს ჩვენთვის მერიას", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მოვაჭრეების თქმით, იქ მომუშავეთა უმეტესობას საკვებისთვისაც კი არ აქვს თანხა.

"ლუკმაპური გვინდა ვჭამოთ. შაქრიანი, დიაბეტიანი, უპატრონო ადამიანი ვარ. ან სიკვდილი, ან სიცოცხლე. შია ხალხს, გახედეთ, რა დღეშია ხალხი" , - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

უახლესი ამბები