როიტენი - თუ პროცესის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადაიდგმება, შეიძლება, სტატუსის გამოწვევა მოხდეს

თუ ნაბიჯები გადაიდგმება, რომელიც ეწინააღმდეგება რეფორმების პროცესს, პროცესი შეჩერდება და შეიძლება, მოხდეს ოფიციალურად გამოწვევა კანდიდატის სტატუსის, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტეის როიტენმა განაცხადა.

"თუ ნაბიჯები გადაიდგმება, რომელიც ეწინააღმდეგება რეფორმების პროცესს, პროცესი შეჩერდება და შეიძლება, მოხდეს ოფიციალურად გამოწვევა კანდიდატის სტატუსის, მაგრამ მნიშვნელოვანი ახლა ისაა, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს საზოგადოების დემოკრატიულ მოთხოვნებს. ეს უნდა კეთდებოდეს საქართველოს მომავლისთვის ისე, როგორც ერთი წლის წინ მოხდა - მთავრობამ მოუსმინა საქართველოს მოსახლეობას, რომლებმაც ნათლად განაცხადეს თავიანთი პოზიციის შესახებ. ეს გახლავთ მომენტი, რომ საღ აზრს დავუბრუნდეთ და არ უნდა იყოს მიღებული ისეთი კანონი პარლამენტში, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ნებას ეწინააღმდეგება და ძირს უთხრის დემოკრატიული გზით მოძრაობას", - განაცხადა ევროპარლამენტარმა "ფორმულას" ეთერში.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს მიენიჭა და არა მთავრობას.

"მთავრობამ უნდა შეასრულოს ის პირობები, რომლებიც წაყენებულია. იმ კანონის შეთავაზება, რომელიც აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, ეწინააღმდეგება ხალხის ნებას. მთავრობა მოქმედებს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. ერთი წლის წინ უკვე გამოხატა ქართველმა ხალხმა თავისი ნება და იგივე სიცხადით აცხადებს დღესაც თავის პოზიციას", - განაცხადა როიტენმა.

უახლესი ამბები