გიორგი ვაშაძე - ვის უტარებთ აქციას? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ?

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ თქვენ აღარანაირი მორალური საფუძველი არ გაქვთ ხელისუფლება გერქვათ. საკუთარ ხალხს უტარებთ აქციას? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ოცნებას" სურს, ძალით ჩამოიყვანოს ხალხი და დააკვრევინოს ტაში.

"ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ სისუსტეს აჩევენებს, როდესაც იძულებით ცდილობს საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოს თბილისში და გამართოს აქცია, მაგრამ მთავარი კითხვა არის - ვის უტარებს აქციას? მივმართავ კობახიძეს, ივანიშვილს, მდინარაძეს - ვის უტარებთ აქციას? საკუთარ ხალხს უტარებთ აქციას? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? საქართველო არასდროს არ შეაქცევს ევროკავშირს ზურგს, რაც არ უნდა ძალით, ხელოვნურად ჩამოიყვანოთ ეს ადამიანები, ტაში აკვრევინოთ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ თქვენ აღარანაირი მორალური საფუძველი არ გაქვთ ხელისუფლება გერქვათ. იმიტომ, რომ თქვენ გინდათ, საქართველო აცდეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას. შესაბამისად, ეს არის თქვენი სისუსტის მაჩვენებელი, რასაც თქვენ აკეთებთ. გეშინიათ, სუსტები ხართ, იმიტომ, რომ მტყუანი ხართ ქვეყნის და ერის წინაშე, ხალხის წინაშე.

ვის უპირისპირებთ ამ აქციას? იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გულწრფელად ითხოვენ, რომ საქართველომ ევროკავშირისკენ სწრაფი სვლა გააგრძელოს? თუ იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, თუ იმ არაერთ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ დიახ, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა გვინდა, იმისთვის, რომ საქართველო წინ წავიდეს და განვითარდეს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

უახლესი ამბები