იუკნევიჩიენე - საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები და არა რუსული კანონი, თუ ქვეყანას სურს ევროკავშირში გაწევრიანება

თუ ქვეყანას სურს ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები. მე სამი ძირითადი გზავნილი მაქვს, რომლებიც აქ მინდა გავახმოვანო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

"მე სამი ძირითადი გზავნილი მაქვს, რომლებიც აქ მინდა გავახმოვანო. პირველი გზავნილი მაქვს ქართველი ხალხისადმი - საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები და არა რუსული კანონი, თუ ქვეყანას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს დაეხმარება ქვეყანას, რომ გაიწმინდოს კრემლის აგენტებისგან და არა სხვა, გამოგონილი აგენტებისგან. 

მეორე გზავნილი მაქვს საქართველოს ოპოზიციისადმი და იმ საზოგადოებისადმი, რომელსაც ევროპული მისწრაფებები აქვს. თქვენ უნდა გააერთიანოთ ძალისხმევა. 

მესამე გზავნილი -  ჩვენ ვიხილეთ, რომ ბოლო წლებში კრემლი ძალიან გააქტიურდა ე.წ. ახლო საზღვარგარეთში. ჩვენ ცოტა ხნის წინ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისგან მოვისმინეთ, რომ საქართველო არ არის მზად ევროკავშირის წევრობისთვის, რაც შოკის მომგვრელი ამბავი იყო, თუმცა არც თუ ისე მოულოდნელი სიახლე მათთვის, ვინც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს. ჩვენ ასეთივე გზავნილებს ვისმენთ მოლდოვის ოპოზიციისგან, რომელიც მოსკოვიდან იმართება და ჩვენ კრემლის ასეთ ნაბიჯებს ვხედავთ ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიც ყირგიზეთია, სადაც ასეთივე კანონი მიიღეს. ასე რომ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა მარიონეტული ხდება", - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები