ფოტიგა - ჩვენ ვხედავთ მცდელობებს, რომ დააწესონ კონტროლი ქართულ საზოგადოებაზე

ჩვენ აქ ვდგავართ საქართველოსა და მისი ხალხის მხარდასაჭერად. გასულ წელს ჩვენ გაერთიანებულები ვიყავით აქ, ევროპარლამენტში და ხმა მივეცით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა.

მისი თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი რუსეთში მიღებული კანონის ასლია.

"ჩვენ აქ ვდგავართ საქართველოსა და მისი ხალხის მხარდასაჭერად. გასულ წელს ჩვენ გაერთიანებულები ვიყავით აქ, ევროპარლამენტში და ხმა მივეცით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას. ეს იყო ქართველი ხალხის ნების აღიარება, ისევე როგორც მათი ხანგრძლივი ბრძოლის აღიარება, რომ გაწევრიანდნენ დასავლურ ოჯახში. გასულ წელს ასევე ვიხილეთ მასობრივი დემონსტრაციები საქართველოში იმ თავსმოხვეული კანონის წინააღმდეგ, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა. ეს კანონი ზუსტი ასლია იმ ქმედებების, რომლებიც კრემლმა განახორციელა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციაში. ახლა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირობებში, არსებობს კონსოლიდაცია კოლექტიურ დასავლეთში, არა მხოლოდ ევროპაში, უკრაინის მხარდასაჭერად და ავტორიტარული გავლენის გამოსააშკარავებლად დასავლეთში. ასევე ჩვენ ვხედავთ მცდელობებს, რომ დააწესონ კონტროლი ქართულ საზოგადოებაზე", - განაცხადა ანა ფოტიგამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები