ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი და აკადემიის G-5 სამსახურის უფროსი იტალიაში საერთაშორისო ფორუმს დაესწრნენ

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე და აკადემიის G-5 სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ყავლაშვილი იტალიის რესპუბლიკის ქ. პალერმოში დაესწრნენ მშვიდობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის საერთაშორისო ფორუმის მიერ ორგანიზებულ IV საერთაშორისო ფორუმს თემაზე "თანამედროვე დაძაბული ვითარების, კონფლიქტებისა და ომის გავლენა საერთაშორისო ინსტიტუტებზე“.

მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საერთაშორისო ფორუმი სამი სხვადასხვა პანელის მეშვეობით განიხილავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა შეიარაღებული კონფლიქტები და სამშვიდობო ოპერაციები, ინდივიდუალური თავისუფლება, დემოკრატია, კანონის ძალა, ადამიანის უფლებები, დეზინფორმაციის გავლენას მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. ფორუმში მონაწილეობას იღებდა დაახლოებით 70 საგანმანათლებლო დაწესებულება და 20 საერთაშორისო ორგანიზაცია.

აღნიშნული ფორუმის ფარგლებში განხორციელდა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრა, რაც ნიშნავს იმას, რომ შემდეგი წლიდან ეროვნული თავდაცვის აკადემია დაიწყებს აკადემიის იუნკერების ჩართვას აღნიშნულ ფორუმში.

მსგავსი სიახლეები