პაატა მანჯგალაძე - სუვერენიტეტის და სახელმწიფოს დაცვა კი არა, ბიძინასგან ვერ დაგიღწევიათ თავი, ნუ ატყუებთ ხალხს

სუვერენიტეტის და სახელმწიფოს დაცვა კი არა, ბიძინასგან ვერ დაგიღწევიათ თავი, ნუ ატყუებთ ხალხს, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნებისთვის" მთავარი საკუთარი ინტერესების დაცვაა.

"მე ვიცი, რომ უვიზო იქნება მიმოსვლა თუ არა, კალაძე მაინც წავა მილანში და შეიჭრის თმას ყოველ თვეში ერთხელ. ან წავა ღარიბაშვილი დუბაიში საგულაოდ, მაგრამ საქართველოს მოქალაქემ რა დააშავა? ხომ გამოჩნდა, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია კალაძესაც, კობახიძესაც, მდინარაძესაც საქართველოს მოქალაქე?  მათთვის მთავარია, თვითონ იყვნენ კარგად, მოიპარონ ბევრი ფული და მერე ამ მოპარული ფულით იგულაონ. 

მტკიცებითში ვსაუბრობ იმიტომ, რომ გუშინ, კალაძემ მოიტყუა, როცა თქვა 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება უვიზო მიმოსვლის გაუქმებას. 27 კი არა უმრავლესობითაც შესაძლებელია, რაც არ მიხარია, ცუდია, მძიმეა საქართველოსთვის და მე ამით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან ყოველდღიურად აფუჭებს ურთიერთობას. ძალიან ფრთხილად ვიყოთ ყველა. ნუ ატყუებთ ხალხს. სუვერენიტეტის და სახელმწიფოს დაცვა კი არა, ბიძინასგან ვერ დაგიღწევიათ თავი, რა სუვერენიტეტზე ლაპარაკობთ", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები