სსიპ კოლეჯ "იბერიას" პროფესიული განათლების მასწავლებელთა მონაწილეობა საერთაშორისო სასწავლო ვიზიტებში

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით საერთაშორისო სასწავლო ვიზიტში მონაწილეობისთვის გამოცხადდა კონკურსი სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ინჟინერიისა და სტუმარმასპინძლობის მიმართულებების პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის.

კონკურსის შედეგად შერჩეული იქნენ კოლეჯ "იბერიას" დარგობრივი პროფესიული განათლების მასწავლებლები:

ზაზა პაპიძე - "ელექტრობის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;

მარინე იობაშვილი - "კულინარიის ხელოვნების“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;

თემურ გვიჩიანი - "სასტუმრო მომსახურების“ (ინტეგრირებული, არაინტეგრირებული) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;

ირაკლი რობაქიძე - "სასტუმრო მომსახურების“ (ინტეგრირებული) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ზოგადი ინტეგრირებული მოდული - მეცნიერება და ტექნოლოგიები, მიმართულება: ფიზიკური მოვლენები.

კონკურსის პირობებით შერჩეულ პროფესიული განათლების მასწავლებლებს საშუალება ექნებათ საერთაშორისო პარტნიორ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან თანამშრომლობის ფარგლებში გაეცნონ შემდეგ ძირითად საკითხებს:

დარგობრივი პედაგოგიკის მიმართულებით თანამედროვე ცოდნასა და პრაქტიკას;

ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში, ახალი მეთოდების შემუშავებასა და ინტეგრირებას დარგობრივ პედაგოგიკაში; 

ინოვაციური მეთოდებით ფორმალურ და არაფორმალურ განათლებასა და საუკეთესო პრაქტიკებს; 

მასპინძელი დაწესებულების სტრუქტურას, პროგრამებს, პროფილსა და ლაბორატორიებს; 

სწავლების ინოვაციურ სტრატეგიებსა და კურიკულუმის შემუშავების პროცესს;

განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების მექანიზმებსა და მოდელებს;

სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისებსა და კონსულტაციების/მენტორინგის სერვისებს;

თანამშრომლობის შესაძლებლობებს დარგთან, კოლეგებთან, კერძო სტრუქტურებთან და მის მნიშვნელობას სწავლა-სწავლების პროცესში და სხვა.

მასპინძელი კოლეჯები არიან  ევროპის ქვეყნების დარგში მოწინავე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები.

საერთაშორისო ვიზიტში მონაწილეობა მასწავლებელს ავალდებულებს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას კოლეგებთან (იმავე დაწესებულების, რომელსაც წარმოადგენს და სხვა დაწესებულების მასწავლებლებთან).

უახლესი ამბები