შსს - მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, არ დააზიანონ სცენის ინვენტარი და ტექნიკა

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, - ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებულნი არიან და იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.

ასევე, მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა.

კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტთან აქცია "კი ევროპას, არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ "ქართული ოცნების" მიერ ხვალ დაგეგმილი აქციისთვის მოწყობილ სცენაზე საქართველოს დროშებთან ერთად ევროკავშირის დროშაც განთავსდეს.

მსგავსი სიახლეები