ირაკლი კობახიძე - 15 მლნ დოლარზე თქვა, რომ ეს არის NGO-ებისთვის გამოყოფილი ფული

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რაზე რა თანხები იხარჯება და ხომ არ იხარჯება გარკვეული თანხები პირდაპირ საარჩევნო კამპანიებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ რისთვის და რამდენით ფინანსდება.

"რამდენიმე თვის წინ შედგა მაგალითად ასეთი შეხვედრა კვიპროსში, ცნობილ კეზერაშვილთან, სადაც ის ესაუბრებოდა რამდენიმე მის ნაცნობს და თქვა, რომ მას დაგეგმილი აქვს ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ დოლარის გამოყოფას თავად აპირებს, 15 მლნ დოლარის მობილიზების იმედი ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ბიზნესმენებისგან და 15 მლნ დოლარზე თქვა, რომ ეს არის NGO-ებისთვის გამოყოფილი ფული. საინტერესოა, ვნახოთ, რომელ 15 მლნ დოლარზე ჰქონდა საუბარი“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები