ხვალ პარლამენტთან ორი აქცია გაიმართება

ხვალ პარლამენტთან ორი აქცია გაიმართება

30 აპრილს პარლამენტთან "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული კანონპროექტის წინააღმდეგ მორიგი აქციები გაიმართება.

პირველი აქცია პარლამენტთან 12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად დაიწყება,მეორე კი 19:00 საათზე.

"30 აპრილს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ კვლავ ვაპროტესტებთ რუსულ კანონს. რუსული კანონი გვაშორებს ევროპას! საქართველოს მოქალაქეების მკაფიოდ გამოხატული ნება, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულყოფილი წევრი, დასაცავია! რუსული კანონის პროექტის მეორე მოსმენა შესაძლოა გაიმართოს 30 აპრილს, 1 მაისს, 2 მაისს ან 3 მაისს. სავარაუდოდ, ერთ დღეს დაწყებული მეორე მოსმენა კენჭისყრისთვის გადაიწევს მეორე დღეს. ამდენად, 30-ში ვიწყებთ მეორე მოსმენით კანონის მიღების გაპროტესტებას. საქართველოს მოქალაქეებო, დავდგეთ ერთად და ხელი შევუშალოთ საქართველოს რუსეთიზაციას. ვანახოთ ხელისუფლებას, რომ ძალა ჩვენშია, ძალა ხალხშია, უნდა მოგვისმინონ! არა რუსულ კანონს!", - აღნიშნულია აქციის ანონსში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები