ნიკა გვარამია - ყველაფერს გავაკეთებთ სხვებთან ერთად, რომ ეს ხელისუფლება დამთავრდეს, სამშობლო საფრთხეშია, ჩვენ ის უნდა გადავარჩინოთ

პარტია „ახალი“ ყველაფერს გავაკეთებთ სხვებთან ერთად, რომ ეს ხელისუფლება დამთავრდეს, რუსული ხელისუფლება საქართველოდან წავიდეს ერთხელ და სამუდამოდ, – ამის შესახებ "ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

"ჩვენ ამ განცხადებას ვაფასებთ, როგორც სახელმწიფო გადატრიალებას და ქართული ისტორიული განვითარების ხაზის რადიკალურ მცდელობას. ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ორმაგი თამაში. ერთის მხრივ, ვითომ ევროინტეგრაციაზე ზრუნვა, მაგრამ სინამდვილეში ევროინტეგრაციული ხაზისთვის ძირის გამოთხრის პოლიტიკა, რომელსაც რეალურად ის დაადგა აბსოლუტურად ღიად და სწორხაზოვნად.

გუშინ მამულზე გველაპარაკნენ რუსები, ვისაც წართმეული აქვს ჩვენი ქვეყნის 20% და ვინც ჩვენი სახელმწიფოებრიობა 1783 წლიდან მოყოლებული გააუქმა და ჩვენი ბრძოლით და თანამემამულეების სისხლის ფასად დავიბრუნეთ; გუშინ ენაზე გვესაუბრნენ რუსები, ვინც ერთადერთი დამპყრობელია საქართველოს ისტორიაში, ვინც ენას გვართმევდა, 1974 წლის 14 აპრილის გამოსვლები გახსოვთ;

გუშინ სარწმუნოებაზე გვესაუბრნენ რუსები, ვინც პირველ რიგში, საქართველოში შემოსვლის შემდეგ გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, გადაღება ქართული ფრესკები და აკრძალა ქართულ ეკლესიებში ქართულად წირვა-ლოცვა;

გულწრფელად უნდა ითქვას, ხელისუფლების მიტაცების სანაცვლოდ ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენას, ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასასრულს, უვიზო რეჟიმის გაუქმებას, რაც გამოიწვევს ქართველი ახალგაზრდების შეზღუდვას და სასწავლებლად ისინი ვერ წავლენ ვერსად რუსეთის და რუსული გავლენის ქვეყნების გარდა.

უვიზოდ მიმოსვლის გაუქმებას და ინვესტორების გასვლას საქართველოდან და სამუშაო ადგილების ტოტალურ დაკარგვას და შემცირებას. უვიზო მიმოსვლის გაუქმება და ქართველი ემიგრანტების გამოყრა დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიიდან და საქართველოსთვის იმ ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავლების დაკარგვას, რომელსაც დღეს ქართველები ახერხებენ თავისი შრომით დასავლეთ ქვეყნებში, სადაც მათ ძალიან გულღიად იღებენ და არავითარ შეკითხვას არავინ უსვამს ტრადიციაზე, იდენტობაზე და სხვა მსგავს საკითხებზე. მათ იღებენ გულღიად, როგორც ქართველებს, ღირსეულ ევროპელებს.

გუშინდელი გამოსვლის მერე, ზიზღითა და შუღლით სავსე გამოსვლის, რეპრესიების მომწოდებელი გამოსვლის, იზოლაციონიზმის დამაანონსებელი გამოსვლის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ საკითხი აღარ ეხება მხოლოდ რუსულ კანონს, მეტიც საკითხი აღარ ეხება არც ევროინტეგრაციას - საკითხი ეხება საქართველოს ისტორიული ხაზის და განვითარების სრულიად რადიკალურად შეცვლას.

დღეს აღარ არის დრო იმის ძიების, თუ ვინ როდის აღმოაჩინა ბიძინა ივანიშვილი რომ რუსია. ფასეულია ყველა, მათ შორის, ისინიც, ვინც ეს გუშინ აღმოაჩინა და ამ დღეებში კიდევ აღმოაჩენს. ყველანი ფასეული არიან, რადგანაც ჩვენ ვართ ერთი სამშობლოს შვილები და ჩვენი სამშობლო საფრთხეშია და მისი გადარჩენის ვალდებულება გვაქვს ჩვენ, მედასავლეთე ქართველებს, გულწრფელად უნდა ითქვას, მკაფიოდ კოორდინირებული ქმედებებით, არამხოლოდ ოპოზიციური პარტიების, არამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების, ქართული საზოგადოების, ქართველი პატრიოტების, საქართველოს მომავალზე მზრუნველი ადამიანების, მხოლოდ ასე და ამგვარად არის შესაძლებელი რუსული ხელისუფლების დამარცხება. სისტემა უნდა დაინგრეს. ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს. სამშობლო საფრთხეშია, ჩვენ ის უნდა გადავარჩინოთ.

გუშინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პოლიტიკურ "ოლინს" აკეთებს, ანუ შედის ყველაფერს. ჩვენც უნდა შევიდეთ ყველაფერს. ეს არ არის მეგობრებო თამაში, ეს არის ბრძოლა სამშობლოს გადარჩენისთვის. ჩვენც, პარტია "ახალი" შევდივართ ყველაფერს ამ ბრძოლაში და ყველაფერს გავაკეთებთ სხვებთან ერთად, რომ ეს ხელისუფლება დამთავრდეს, რომ რუსული ხელისუფლება საქართველოდან წავიდეს ერთხელ და სამუდამოდ", - განაცხადა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები