შალვა კერესელიძე - ხელისუფლება აცდენილია რეალობას და სურს, ქართველი ხალხის გახლეჩა და ერთმანეთთან დაპირისპირება

ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კონტრაქცია იყო ძალიან დიდი შეცდომა.  ამ ქმედებით  დაგვარწმუნა იმაში, რომ ხელისუფლება  აცდენილია რეალობას და სურს  ქართველი ხალხის გახლეჩა და ერთმანეთთან დაპირისპირება, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ წევრმა შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, 29 აპრილის აქციაზე  მოქალაქეების ნახევარზე მეტი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იყო მისული.

"შანტაჟით, მუქარითა და  დაშინებით მოყვანილი ხალხის სიმრავლე ვერასდროს უზრუნველყოფს პოლიტიკური პროცესების ლეგიტიმაციას. საჯარო სექტორმა ყველაზე უკეთ იცის, რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები და მისი დაკარგვა რას მოუტანს ქვეყანას. მათ ყველაზე კარგად იციან,  რას ნიშნავს სახელმწიფოს და ხალხის მსახურება და რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღება ხალხისა და ქვეყნის სასიკეთოდ“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები