გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარედ 5 წლით აირჩიეს

პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩია. კალანდარიშვილი უფლებამოსილებას ხუთი წლის ვადით განახორციელებს. ასევე, პარლამენტმა ცესკოს წევრებად აირჩია მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი.

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 117-მა წევრმა.

ხმები ასე განაწილდა: გიორგი კალანდარიშვილი 85 მომხრე, 16 წინააღმდეგი; მაია ზარიძე –  81 მომხრე, შვიდი წინააღმდეგი; გიორგი შარაბიძე – 81 მომხრე, ორი წინააღმდეგი; გია ცაცაშვილი – 81 მომხრე, ხუთი წინააღმდეგი.

"საარჩევნო კოდექსში“ დამტკიცებული ცვლილებები ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის სამეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე საჭიროა 90 ხმა, იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, კანდიდატებს 76 ხმით აირჩევენ. წარდგენილი კანდიდატებისთვის შესაძლებელია 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ, რის შემდეგაც 76 ხმით არჩეული კანდიდატი უფლებამოსილებას ხუთი წლის ვადით განახორციელებს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში 76 მხარდამჭერი ხმა ვერ მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერცერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

უახლესი ამბები