თამარ კორძაია - უომრად, ხმის ამოღების გარეშე თმობთ რეალურ სუვერენიტეტს და ამას აკეთებთ ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ამოფარებული

თქვენ დღეს უომრად, ხმის ამოღების გარეშე თმობთ რეალურ სუვერენიტეტს და სამწუხაროდ, ამას აკეთებთ სწორედ ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ამოფარებული, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ ფსევდოპატრიოტიზმს ამოფარებულთა შეკრება იყო.

"გუშინ თქვენ დაადასტურეთ ერთი რამ, რომ შეიკრიბეთ ფსევდოპატრიოტიზმს ამოფარებული, ქვეყნის ფსევდოპატრიოტული სულისკვეთებით მდგარი, ბიძინა ივანიშვილის იმედად მყოფი მგზავრები. ეს იყო სრულიად ნათელი, და ციტირებდით მუდმივად ილია ჭავჭავაძეს. "ესრეთ რას არგებს კაცსა დიდება თუ მოაკლდება თავისუფლება", ეს არის ბარათაშვილი და ეს საკითხი, საგარეო კურსის საკითხი მან დააყენა ორი საუკუნის წინ, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ. ამის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ, რომელსაც თქვენ ციტირებთ და ეყრდნობით, გააღვივა დასავლური კურსისა და საქართველოს აღორძინების იდეა. ილია ჭავჭავაძემ მთელი ცხოვრება შესწირა იმას, რომ საქართველოს იდეა აეღორძინებინა, რომელიც შეუძლებელია ყოფილიყო რუსეთის ხელქვეშ და მისი ფრაზები, რომლებსაც ციტირებთ, შინაარსგამოცლილია თქვენგან, იმიტომ, რომ ილია ჭავჭავაძემ მთელი ცხოვრება დაუთმო რუსეთისგან საქართველოს გათავისუფლებას. ამიტომ ვამბობ, რომ გუშინ თქვენი გამოსვლა იყო ფსევდოპატრიოტული სულისკვეთების, ქვეყნის სუვერენიტეტს ამოფარებული და ბიძინა ივანიშვილის იმედად მყოფი განცხადებები. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ დღეს უომრად, ხმის ამოღების გარეშე თმობთ რეალურ სუვერენიტეტს და სამწუხაროდ, ამას აკეთებთ სწორედ ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ამოფარებული", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები