მამუკა მდინარაძე - დიახ, გუშინ ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა და ეს დავალება შესრულდება

დიახ, გუშინ  ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა და გვითხრა - დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს „ოჯახური ღირებულებების შესახებ“, თქვენ მიიღებთ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ერთხელ და სამუდამოდ, ყველაფერს დაარქმევთ თავის სახელს და ეროვნული ინტერესებს არ ანაცვალებთ არაფერს. ეს დავალება შესრულდება! - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, გუშინ რუსთაველზე შეკრებილმა  200 ათასმა საქართველოს მოქალაქემ მთელ მსოფლიოს  და არა მხოლოდ საქართველოს, აჩვენა, რამდენად დიდია ერთობის, სიმართლის, სამშობლოს სიყვარულის, ეროვნული იდენტობის და ყველაფერი ქართულის ძალა და რამდენად შეუძლია ქართველებმა ამით იამაყონ.

"დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენი დღევანდელი ოპონენტები ასეთ დღეში არიან, როგორც არიან ამ ხალხის დამნახველები. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მათ მოითხოვეს,  მათ უზრუნველყვეს და არა ჩვენ. სწორედ,  მათ უზრუნველყვეს, რომ ამდენი ადამიანი გადაჭედილ რუსთაველზე დამდგარიყო, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეთქვათ  - დიახ, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა, ჩვენ გვინდა გვემსახურებოდეს ჩვენი ხელისუფალი ისე, რომ ატარებდეს  ეროვნულ ინტერესებს და  არავინ არასდროს მოქმედებდეს ამ ქვეყანაში სხვა ქვეყნების, ფონდების და ძალების ინტერესების შესაბამისად, არამედ უპირველესი ინტერესი უნდა იყოს ქართული ინტერესი, რომელიც უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, ღირებულებებთან და ჭეშმარიტ ევროპულ ინტერესებთან“, - განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მისი თქმით, ოპონენტები მომიტინგეების რაოდენობაზე არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ, რასაც შეიძლება  "პიარული თავხედობა" ეწოდოს.

"ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ერთი და იგივე რაოდენობა ეტევა გადაჭედილ რუსთაველზე და რესპუბლიკის მოედანზე. ხომ უნდა იყო თავხედი,  რომ ეს მოახერხო. თავხედობაა, რა თქმა უნდა, ცხვრებს რომ ეძახით ადამიანებს. თქვენ  როგორ კადრებთ საერთოდ ამის დაძახებას?“  - მიმართა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, ოპოზიცია იტყუებოდა მაშინაც, როდესაც ქართულ კანონს - გამჭვირვალობის კანონს „რუსულ კანონად“  მოიხსენებდა, რაც მათი მხრიდან ერთადერთი ტყუილი არ იყო.

"ISFED-მა არჩევნების პარალელური დათვლის მონაცემები გააყალბა და არჩევნები გაყალბდაო. ვიღას ახსოვს ეს ამბავი, ჩაიარა, თითქოს არაფერი, არადა რამხელა ტურბულენტობა  შექმნეს. მიშა კვდებაო და გუშინ, მიხეილ სააკაშვილმა გამოიტანა სარჩელი - აღარ ვკვდებიო. სად არიან ის უცხოელები, პარტნიორები, წარმომადგენლები, „ენჯეოები“ რომ იძახდნენ  მიშა კვდება და სასწრაფოდ  გაათავისუფლეთო. სად არიან? ამ ტყუილზე ვინ აგებს პასუხს?! ISFED-ზე ვინ აგებს პასუხს, დღეს რომ ამბობენ, დავაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები და კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნებთ პროცესებსო -  გამყალბებელი ISFED-ი აცხადებს ანუ ძალადობის მოწოდებაზე გადადიან. ISFED -ი რომ ამას აანონსებს დღეს, რომელი დონორი იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? თუ შეიძლება ვინმემ გაგვცეს  ამაზე პასუხი: ან იმან, ვინც  აფინანსებს ან ISFED-მა, ან რატომ გააყალბეთ თავის დროზე, რა თანხებით გააყალბეთ და ახლა ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას. ამაზე ვინმემ გვითხრას პასუხი და მერე ვისაუბროთ გამჭვირვალობა საჭიროა თუ არა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები