ზელენსკი - ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა შედეგით - გამარჯვებით და გავხდეთ ნატოს წევრი

უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი რუსეთის ფედერაციასთან ომში გამარჯვების შემდეგ გახდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის არ მიიჩნევს, რომ ომის დროს უკრაინა ნატოს წევრი გახდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ ალიანსის ცალკეული წევრები გრძნობენ რისკს, ან სკეპტიციზმს ამ საკითხთან დაკავშირებით.

ზელენსკის თქმით, ნატოს საკითხი უმრავლესობის საკითხია, რაც, თავის მხრივ, პოლიტიკური ასპექტია და იმისათვის, რომ შეუერთდეს ალიანსს, უკრაინამ ომი უნდა მოიგოს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი აზრით, რუსეთმა შეჭრა სწორედ იმიტომ გადაწყვიტა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი არ იყო. ამავდროულად, ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა სკეპტიკურად უყურებდა უკრაინის ინტეგრაციას და ამასობაში მტერი აგრძელებდა მუშაობას კიევის ამჟამინდელ პარტნიორებთან.

"მათ ჰქონდათ დიალოგი, რუსეთმა გააკეთა ყველაფერი, რომ უკრაინა არ მიეღოთ ნატოში, ევროკავშირში, რომ უკრაინა უბრალოდ არ განვითარებულიყო, რომ არ მოწყვეტილიყო რუსეთის გავლენისგან. ამიტომ, ამ გავლენისგან თავის დასაღწევად, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა შედეგით - გამარჯვებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები