ყოველდღიურად ორჯერ-სამჯერ მეტი ადამიანი ვიქნებით და ამ ქვეყანას არ დავთმობთ, რომ ივანიშვილმა ისევ შეიყვანოს რუსეთში და გადააქციოს რუსეთის გუბერნიად, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
“რუსული მილიარდების დასაცავად ასე უსწორდებიან მოქალაქეებს, მაგრამ ნუ ჰგონია ბიძინას, რომ ის ერთჯერადი აქცია, რომ გააკეთა იმით რამეს გადაწყვეტს. ყოველდღიურად ორჯერ-სამჯერ მეტი ადამიანი ვიქნებით და ამ ქვეყანას არ დავთმობთ, რომ ივანიშვილმა ისევ შეიყვანოს რუსეთში და გადააქციოს რუსეთის გუბერნიად.
უკვე მერამდენედ ხდება აქციის კანონდარღვევით დაშლა. ეს არის სადამსჯელო ოპერაცია ", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.