არჩილ თალაკვაძე - ეს კანონმდებლობა ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას

"გამჭვირვალობის შესახებ" კანონმდებლობა ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას და იცავს ჩვენს დემოკრატიას და პოლიტიკურ სისტემას ნებისმიერი გარე ჩარევისგან, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, არაერთი მაგალითი ვნახეთ განსაკუთრებით, ამ ორი წლის განმავლობაში, როდესაც ხდებოდა გარე ჩარევის და დაფინანსების შედეგად შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ძირის გამოთხრა ჩვენი დემოკრატიისთვის, შეტევა ეკლესიაზე და რადიკალური ჯგუფების წახალისება, რომლებიც მუდმივად ცდილობდნენ როგორმე დესტაბილიზაცია შემოეტანათ საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში და ქვეყნის ცხოვრებაში.

მისივე თქმით, გარე ჩარევა რომ დღეს პრობლემაა, ამას აჩვენებს ევროკავშირის ანგარიშიც და ადასტურებს ევროკავშირის დირექტივაც, სადაც ევროკომისია წევრ ქვეყნებს  მოუწოდებს, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა შეიმუშაოს. თუ ეს პრობლემაა ევროპისთვის, ეს გაცილებით მეტი პრობლემაა საქართველოსთვის, რომელიც დიდი გამოწვევების და უსაფრთხოების რისკების მქონე რეგიონში მდებარეობს.

"რეალურად ეს არის კანონმდებლობა, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას და იცავს ჩვენს დემოკრატიას და პოლიტიკურ სისტემას ნებისმიერი გარე ჩარევისგან. გარე ჩარევა რომ დღეს პრობლემაა, ამას აჩვენებს ევროკავშირის ანგარიშიც, რომელიც გასული წლის ბოლოს გამოქვეყნდა და ამას ადასტურებს ევროკავშირის დირექტივაც, სადაც წევრ ქვეყნებს ევროკომისია მოუწოდებს, რომ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა შეიმუშაოს. თუ ეს პრობლემაა ევროპისთვის, ეს გაცილებით მეტი პრობლემაა საქართველოსთვის, რომელიც დიდი გამოწვევების და უსაფრთხოების რისკების მქონე რეგიონში მდებარეობს.  არაერთი მაგალითი ვნახეთ განსაკუთრებით, ამ ორი წლის განმავლობაში, როდესაც ხდებოდა გარე ჩარევის და გარე დაფინანსების შედეგად შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ძირის გამოთხრა ჩვენი დემოკრატიისთვის, შეტევა ეკლესიაზე და რადიკალური ჯგუფების წახალისება, რომლებიც მუდმივად ცდილობდნენ როგორმე დესტაბილიზაცია შემოეტანათ საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში და ქვეყნის ცხოვრებაში. ეს და სხვა მაგალითები ადასტურებს, რომ ხშირ შემთხვევაში მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ სხვა სუბიექტებს ამოფარებული რადიკალური პოლიტიკური ძალები, მართული ჯგუფები იყენებენ კონკრეტულ რესურსებს, რათა ქვეყანა გადავიდეს იმ ტრაექტორიიდან და დემოკრატიული განვითარების პროცესიდან, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ მოქალაქეები, იღებს საზოგადოება და არა რომელიმე პოლიტიკური მარგინალური ჯგუფი ან პოლიტიკური უმცირესობა ძალადობრივი გზით და ძალადობრივი სცენარით. ამისგან რომ იყოს დაცული. ამ დღეებში ნახა საზოგადოებამ, როგორ ცდილობდა პოლიტიკური უმცირესობა რომ თავისი სცენარი მოეხვია თავს და მთელი ქვეყნის სახელით ელაპარაკა, როგორ ცდილობდნენ, მონოპოლია ჰქონოდათ აზრზე, ჭეშმარიტებაზე და შემდეგ როგორ ჩამოვიდა თბილისში ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომელსაც მათი ოჯახებიც უცხადებენ მხარდაჭერას. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, არის გამოძახილი“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები