სალომე ზურაბიშვილი - ვიხილეთ ძალადობა ჩვენს პარტნიორებზეც და მინდა დავაფიქსირო ჩემი ბოდიში იმ სიტყვების გამო, რომლებიც გამოყენებული იყო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს შეხვდა.

შეხვედრაზე პრეზიდენტმა პარტნიორი ქვეყნების მიმართ ხელისუფლების განცხადებების გამო ბოდიში მოიხადა.

"ვიხილეთ ძალადობა ჩვენს პარტნიორებზეც და მინდა დავაფიქსირო ჩემი ბოდიში იმ სიტყვების გამო, რომლებიც გამოყენებული იყო იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც 33 წელია, ეხმარებიან საქართველოს განვითარებაში. სახელმწიფო უწყებები, ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, კულტურული ინფრასტრუქტურა, რომელიც იცავს საქართველოს იდენტობას - ყველა პროგრამა თქვენი ქვეყნებიდან, თქვენი ქვეყნების არასამთავრობოების მხრიდან, ემსახურება საქართველოს ინტერესებს და ეს ისაა, რაც საქართველოს მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან. მსურს მათი სახელით მადლობა გადაგიხადოთ.

ვფიქრობ, პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, იქნება გადამწყვეტი, იქნება მესამე მოსმენა, ის თუ როგორ შეირჩა დღეები ესეც არის ცოტათი პროვოკაციული. ბატონი ივანიშვილის სიტყვა იყო ძალიან პროვოკაციული როგორც თქვენ მიმართ, ისე ქართველი ხალხის მიმართ. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ვიმყოფებით დაძაბულ სიტუაციაში. ასე რომ, ჩემი თხოვნაა თქვენ მიმართ იყოს მაღალი დონის ვიზიტები ამ პერიოდში", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები