სალომე სამადაშვილი - ძალიან ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება გადის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან

ივანიშვილის ხელისუფლება გადის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, როდესაც ცდილობს, რომ შეცვალოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით უნდა დასრულდეს ქვეყანაში რუსული ხელისუფლება.

"რუსული კანონი" უნდა იქნეს შეჩერებული, ამ ეტაპზე, ცხადია, ეს არის პირველი მოთხოვნა და მეორე - უნდა დაიწყოს ქვეყანამ მზადება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის, იმიტომ, რომ ძალიან ნათელია, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება გადის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, როდესაც ცდილობს, რომ შეცვალოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. ამიტომ, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით უნდა დასრულდეს ქვეყანაში რუსული ხელისუფლება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

ოპოზიციური პარტიების წევრები შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იოჰან ფორსელს ხვდებიან, რომელიც საქართველოში სპეციალური ვიზიტით იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები