ირაკლი ზარქუა - კანადამ დააანონსა ჩვენზე მკაცრი კანონპროექტი, აბა, ჯიგრებო, დღეს კანადის საელჩოსთან ვიკრიბებით თუ არა?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, კანადა საქართველოს კანონზე უფრო მკაცრი კანონის მიღებას აპირებს და საინტერესოა, გააპროტესტებენ თუ არა აღნიშნულს კანადის საელჩოსთან.

"საქართველოს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული გამჭვირვალობის კანონპროექტი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და მედიისგან ითხოვს ერთადერთ რამეს, წელიწადში ერთხელ მოახდინონ დეკლარირება ფინანსების, ვისგან ფინანსდებიან და რა მიზნით, თუ დაფინანსება 20 პროცენტს აღემატება. ნაწილი მაინც შეიყვანეს შეცდომაში, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა შემცირებულია, დანარჩენებს პოლიტიკური, სუბიექტური მიზანი ამოძრავებთ. უსამშობლოების და ჩახდილების ამოცანაა ამ ქვეყნის ამოტრიალება. მათთვის სულ ერთია, ნებისმიერ თემას აპროტესტებენ თუ გაუვათ, თუ არადა, რას კარგავენ.  თუ სიტუაცია დაიძაბება, სოროში შეძვრებიან, როგორც არაერთხელ ვნახეთ, ემიჯნებიან და შემდეგ ამ ახალგაზრდებს, რომლებიც შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი, სამართალდამცველებს შეატოვებენ. მინდა, მათ ვუთხრა, აბა, ჯიგრებო, დღეს კანადის საელჩოსთან ვიკრიბებით თუ არა? კანადამ დააანონსა კანონპროექტი, რომელშიც პირდაპირ წერია, გავლენის აგენტების შესახებ რეესტრს ქმნიან. ჩვენზე უფრო მკაცრია. როგორ, კაცო, ეს რუსული კანონი კანადამ როგორ უნდა მიიღოს, აბა, ჯაფარ, სად ხარ? გვარამია, ახლა გამოდი, ხაბე არ შეაწუხოთ, დანარჩენი ვინც ხართ, კანადის საელჩოსთან უნდა წავიდეთ. გავაპროტესტოთ, რუსულ კანონს იღებს ჩვენი დასავლელი პარტნიორი. რა სამარცხვინოები ხართ, ხედავთ? რატომ არ აპროტესტებთ? საფრანგეთი გაგვექცა, ეს კანონი უკვე მიიღო, ახლა კანადა იღებს. რუსულ კანონს როგორ იღებს?

მინდა, ახალგაზრდებს ვუთხრა, ახლა მაინც ხვდებით? კანადა, რომელიც სხვა კონტინენტია, სად ევროპა და სად კანადა, უძლიერესი სახელმწიფოა, ისიც კი მიხვდა, რომ თავისი ქვეყანა და ხალხი უნდა დაიცვას უცხოური გავლენისგან. მათ შორის "უცხოელი გავლენის აგენტების“ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ ამერიკული და ევროპული კომპანიებიც. ერთმანეთისთვის პარტნიორები არ არიან? ეს ერთმანეთს როგორ აკადრეს? ხედავთ, ორმაგ სტანდარტს ბოლო არ უჩანს. ახლა გამოდით და გააპროტესტეთ.

ზურაბ ჯაფარიძეს ერთი დღე არ უომია. ის არ არის მებრძოლი და პატრიოტი. პატივს არ სცემს მშობლებს, ეკლესიას, საკუთარ წინაპრებს. ასეთი კაცის დაჯერება როგორ შეიძლება, როგორ შეიძლება, მას ენდო. მტერთან მივიდა და ჩაიხადა, ამას მისდევთ თქვენ? ეს არის თქვენთვის სამაგალითო? ის თავის საქმეს აკეთებს, მას უნდა რევოლუცია, რადგან ზუსტად იცის, რომ ასეთნაირ ჩახდილებს საქართველოში მხარდამჭერი არასდროს ეყოლება. ის და მისნაირები, უსამშობლოები ყველაფერს აკეთებენ, რომ თქვენ გამოგიყენონ. ეს კინო არაერთხელ გვაქვს ნანახი, 2003 წელს. შემდეგ მოისროლეს ახალგაზრდები და ზოგი ჩახოცეს, ციხეებში გამოამწყვდიეს. იგივე სცენარია და არ დავანებებთ ამ ქვეყანას. ახალგაზრდებს მივმართავ, უსამშობლოებს არც თქვენს თავს დავანებებ“, – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები