გიორგი ვაშაძე - ასლან აბაშიძე აპირებდა ასეთი სიების გაკეთებას და 5 დღეში მისი ხელისუფლება დამთავრდა

ასლან აბაშიძე აპირებდა ასეთი სიების გაკეთებას და 5 დღეში მისი ხელისუფლება დამთავრდა. დარწმუნებული ვარ, არც ეს ვითომდა მათი აზრით, მორალური პოლიცია, რომლის ჩამოყალიბებაც უნდათ და არც ეს სიები, არ იმუშავებს, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ რუსული კანონი მიიღოს და ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი დაამყაროს.

"ჩვენ ალბათ, ყველას გვახსოვს, ასლან აბაშიძე აპირებდა ასეთი სიების გაკეთებას და 5 დღეში მისი ხელისუფლება დამთავრდა. დარწმუნებული ვარ, არც ეს ვითომდა მათი აზრით მორალური პოლიცია, რომლის ჩამოყალიბებაც უნდათ და არც ეს სიები არ იმუშავებს.

ახლა მინდა, შალვა პაპუაშვილს დავუსვა კითხვა, ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ახალგაზრდებს რომ თავპირი დაამტვრიეთ, თქვენი კოლეგა, ლევან ხაბეიშვილი სასტიკად რომ სცემეს და ანგარიში გაუსწორეს თქვენ თვალწინ, ერთი სიტყვა ამაზე არ გითქვამთ. ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ? საიდან მოხვედით? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს თქვენი არაადეკვატური განცხადებები?

მაგრამ მე ხომ ძალიან კარგად ვიცი და ბევრი ინფორმაცია გაქვთ შიგნით, როგორი მძიმე ვითარება გაქვთ საჯარო სამსახურში, პოლიციაში, მათ შორის პარლამენტის წევრებს შორის, სადაც ძალიან ბევრი ფიქრობს უკვე, რომ თქვენ ამ ანტიქართულ-მოღალატეობრივ ქმედებას ხელი არ უნდა მოაწერონ. ეს ყველაფერი რატომ ხდება ქვეყანაში? იმიტომ, რომ თქვენმა ბრძანებელმა გადაწყვიტა, "რუსული კანონი" მიიღოს და ავტორიტარული რეჟიმი დაამყაროს საქართველოში", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები