გიორგი ვაშაძე - ვერავითარი სისასტიკე ვერ ჩაახშობს ხალხის მართალ ხმას, ძალიან მალე აუცილებლად აგებენ პასუხს ყველა დანაშაულზე

სახელმწიფოს მიერ წახალისებული ძალადობა მკაფიო ნიშანია იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” იცის, ის მარცხდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე წერს.

"რამდენიმე საათის წინ ხელისუფლების ე.წ. ზონდერ ჯგუფები, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს დიმა ჩიქოვანს.

ხელისუფლება იქცევა ზუსტად ისე, როგორც ხელისუფლება, რომელმაც იცის, რომ მათი დრო ამოიწურა. “ქართული ოცნების” ეს ქმედებები და თავდასხმები ხელისუფლების შიშის აშკარა მტკიცებულებაა.

სახელმწიფოს მიერ წახალისებული ძალადობა მკაფიო ნიშანია იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” იცის, ის მარცხდება.

საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალადობისა და დაშინების მცდელობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათ ნამდვილ სახეს. ისინი ყველაფერზე მიდიან ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, ვერავითარი სისასტიკე ვერ ჩაახშობს ხალხის მართალ ხმას. ამ რეჟიმის დღეები დათვლილია და მათ ეს იციან.

სოლიდარობა დიმას! ძალიან მალე აუცილებლად აგებენ პასუხს ყველა დანაშაულზე!

ვერ შეგვაშინებენ! არ დავუშვებთ საქართველოს ევროპული კურსის შეცვლას და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა!" - წერს ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები